ეკა კუხიანიძეენდოკრინოლოგი · MD, PhD კონსულტაციაზე ჩაწერა

ენდოკრინოლოგი თბილისში · ეკა კუხიანიძე, MD, PhD

ჰორმონული ბალანსი და მეტაბოლური ჯანმრთელობა ზუსტი და ინდივიდუალური მიდგომით

წონის კორექცია, პერიმენოპაუზა და მენოპაუზა, ჰორმონჩანაცვლებითი თერაპია და მამაკაცის ჯანმრთელობა. თითოეული გეგმა ეფუძნება თქვენს ინდივიდუალურ საჭიროებებსა და მტკიცებულებებზე დაფუძნებულ მედიცინას.

15-წლიანი კლინიკური გამოცდილება მიღება ორ კლინიკაში (თბილისი) და ონლაინ ქართული · English · Русский
ექიმის პორტრეტი
სამედიცინო სერვისები

რით შემიძლია დაგეხმაროთ

ოთხი ძირითადი მიმართულება, რომლებიც ერთმანეთთან მჭიდროდაა დაკავშირებული: მეტაბოლიზმი, წონა და ჰორმონები ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე.

მეტაბოლიზმი

მეტაბოლური ჯანმრთელობა და წონის კორექცია

წონის მართვა როგორც მედიკამენტური, ისე არამედიკამენტური გზით: ინსულინრეზისტენტობისა და პრედიაბეტის მართვა, კვებისა და ფიზიკური აქტივობის გეგმის შედგენა, საჭიროების შემთხვევაში — თანამედროვე პრეპარატების დანიშვნა.

ინსულინრეზისტენტობაპრედიაბეტიჭარბი წონა
ქალის ჯანმრთელობა

პერიმენოპაუზა

არარეგულარული ციკლი, ძილის დარღვევა, გუნებ-განწყობის ცვალებადობა და ალები 40 წლის ასაკის შემდეგ. ჩვენ ერთად გავარკვევთ, რა ხდება თქვენს ჰორმონალურ სისტემაში და დავგეგმავთ ამ პერიოდის შემსუბუქების გზებს.

ციკლის ცვლილებებიძილი და განწყობაალები
ქალის ჯანმრთელობა

მენოპაუზა და ჰორმონჩანაცვლებითი თერაპია

მენოპაუზური ჰორმონული თერაპიის საჭიროების შეფასება და პრეპარატების ინდივიდუალური შერჩევა. პროცესის უსაფრთხო მართვა გულისა და ძვლების ჯანმრთელობაზე მუდმივი მონიტორინგით.

ჰჩთ / მჰთძვლების ჯანმრთელობარეგულარული მონიტორინგი
მამაკაცის ჯანმრთელობა

ტესტოსტერონის ჩანაცვლებითი თერაპია

ტესტოსტერონის დეფიციტის დიაგნოსტიკა და ჩანაცვლებითი თერაპია მკაცრი ლაბორატორიული კონტროლით. ენერგიის, ლიბიდოსა და სხეულის ჯანსაღი კომპოზიციის აღდგენა.

ჰიპოგონადიზმილაბორატორიული კონტროლი

ასევეფარისებრი ჯირკვლის დაავადებები · პოლიკისტოზური საკვერცხეების სინდრომი (PCOS) · ზოგადი ენდოკრინოლოგიური კონსულტაცია

როგორ მიმდინარეობს პროცესი

განაცხადიდან მკურნალობის გეგმამდე

პროცესი მარტივია. განაცხადის შევსებას მხოლოდ რამდენიმე წუთი სჭირდება, შემდგომი ნაბიჯების შესათანხმებლად კი თავად დაგიკავშირდებით.

  1. დატოვეთ განაცხადი

    შეავსეთ მოკლე ფორმა და სურვილის შემთხვევაში, ატვირთეთ ბოლოდროინდელი ანალიზების პასუხები. ამ პროცესს მაქსიმუმ 3 წუთი დასჭირდება.

  2. დაგიკავშირდებით

    გავეცნობი თქვენს განაცხადს და დაგიკავშირდებით ვიზიტის დროისა და სასურველი კლინიკის შესათანხმებლად.

  3. კონსულტაცია

    დეტალური კონსულტაცია, ფიზიკური გასინჯვა და მხოლოდ რეალურად საჭირო ლაბორატორიული კვლევების დანიშვნა.

  4. გეგმა და მონიტორინგი

    ინდივიდუალური მკურნალობის გეგმის შედგენა და რეგულარული მონიტორინგი მიღწეული პროგრესის შესაფასებლად.

ჩემ შესახებ

ეკა კუხიანიძე

ენდოკრინოლოგი, მედიცინის დოქტორი (MD, PhD)

In hormones I trust

ენდოკრინოლოგი ვარ 15-წლიანი კლინიკური გამოცდილებით ენდოკრინული და მეტაბოლური დაავადებების მართვის მიმართულებით. ყოველი კონსულტაცია იწყება ანამნეზის, გასინჯვისა და კვლევების შედეგების გულდასმით შეფასებით და სრულდება ინდივიდუალური მკურნალობის გეგმით.

თბილისში პრაქტიკის დაწყებამდე ვსწავლობდი და ვმუშაობდი სანქტ-პეტერბურგის წამყვან სამედიცინო უნივერსიტეტებში. დავამთავრე ი. პავლოვის სახელობის პირველი სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, გავიარე ორდინატურა ზოგად პრაქტიკასა და ენდოკრინოლოგიაში და დავიცავი PhD ენდოკრინოლოგიაში ი. მეჩნიკოვის სახელობის ჩრდილო-დასავლეთის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში. იქვე ოთხი წლის განმავლობაში, როგორც ასისტენტ-პროფესორი, ენდოკრინოლოგიას ვასწავლიდი სტუდენტებსა და ახალგაზრდა ექიმებს.

თბილისში ვმუშაობდი ენდოკრინოლოგიის ეროვნულ ინსტიტუტსა და კერძო კლინიკებში, სადაც რთულ კლინიკურ შემთხვევებს სხვა სპეციალობის ექიმებთან ერთად ვმართავდი. ასევე ვხელმძღვანელობდი კლინიკური კვლევების დეპარტამენტს და მაქვს საერთაშორისო კლინიკურ კვლევებში მუშაობის გამოცდილება ICH-GCP სტანდარტებით. ეს გამოცდილება ჩემს მიდგომაშიც ჩანს: მედიკამენტებს ვნიშნავ და ვაკორექტირებ მოქმედი კლინიკური გაიდლაინების მიხედვით, მკურნალობის ეფექტს კი თქვენი ანალიზებით ვამოწმებ.

კონსულტაციის ენები: ქართული, რუსული, ინგლისური.

განათლება

  • 2014–2017
    PhD, ენდოკრინოლოგიაი. მეჩნიკოვის სახელობის ჩრდილო-დასავლეთის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, სანქტ-პეტერბურგი
  • 2011–2013
    ორდინატურა, ენდოკრინოლოგიაი. მეჩნიკოვის სახელობის ჩრდილო-დასავლეთის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, სანქტ-პეტერბურგი
  • 2009–2010
    ორდინატურა, ზოგადი პრაქტიკაი. მეჩნიკოვის სახელობის ჩრდილო-დასავლეთის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, სანქტ-პეტერბურგი
  • 2003–2009
    MDი. პავლოვის სახელობის სანქტ-პეტერბურგის პირველი სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი

გამოცდილება

  • 2023 —
    ენდოკრინოლოგი, მედ დიაგნოსტიკამრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი, თბილისი
  • 2018–2025
    ენდოკრინოლოგი, Medi Priveთბილისი
  • 2020–2023
    ენდოკრინოლოგი, სს „ჯერარსი“2021–2023 წლებში კლინიკური კვლევების დეპარტამენტის ხელმძღვანელი
  • 2018–2021
    ენდოკრინოლოგი, ენდოკრინოლოგიის ეროვნული ინსტიტუტითბილისი
  • 2014–2018
    ასისტენტ-პროფესორი, ენდოკრინოლოგიის კათედრაი. მეჩნიკოვის სახელობის ჩრდილო-დასავლეთის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, სანქტ-პეტერბურგი
სად ვიღებ

ორი კლინიკა თბილისში და ონლაინ

აირჩიეთ ფორმატი, რომელიც თქვენთვის მოსახერხებელია. კლინიკის მითითება განაცხადშიც შეგიძლიათ.

მრავალპროფილური ცენტრი

მედ დიაგნოსტიკა

სამედიცინო ცენტრი და ლაბორატორია: კონსულტაცია, ანალიზები და დიაგნოსტიკა ერთ სივრცეში.

ონლაინ

ვიდეოკონსულტაცია

საქართველოდან ან საზღვარგარეთიდან, ქართულ, რუსულ ან ინგლისურ ენაზე. მოამზადეთ ბოლო ანალიზები, ატვირთეთ ისინი განაცხადში.

WhatsApp, Zoom ან Google Meet
ჩაწერა

კონსულტაციის მოთხოვნა

შეავსეთ ფორმა და დაგიკავშირდებით ვიზიტის დროისა და კლინიკის შესათანხმებლად. თუ გირჩევნიათ, მომწერეთ პირდაპირ.

გადაუდებელ შემთხვევაში დარეკეთ 112-ზე. ფორმა არ არის განკუთვნილი სასწრაფო დახმარებისთვის.

როგორ დაგიკავშირდეთ?
დამატებითი ინფორმაცია არასავალდებულო: ასაკი, მედიკამენტები, ანალიზები, კლინიკა
სქესი
ანალიზები
    მოსახერხებელი დრო
    თქვენს მონაცემებს მხოლოდ მე ვნახავ.